სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ! კონსოლიდერებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემა
26.11.2015
  
 
ფრიად სასწრაფო
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, მათი შემდგომი მონიტორინგის, ანალიზისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, დაინერგა კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ახალი სისტემა (შემდგომში - სისტემა) ctd.spa.ge
ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დარეგისტრირდეს აღნიშნულ სისტემაში და კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით სატენდერო კომისიისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია წარადგინოს ამ სისტემის მეშვეობით.
იმის გათვალისწინებით, რომ კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესასყიდი საქონლის ჯამური საორიენტაციო რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან   არსებული მოთხოვნების დათვლას, 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და ჩატარებისათვის, გთხოვთ, აღნიშნული სისტემის მეშვეობით წარმოგვიდგინოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის მიერ კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში დაგეგმილი შესყიდვების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ სარგებლობთ კონსოლიდირებული ტენდერებით, ან 2016 წლისათვის არ გეგმავთ რომელიმე პროდუქტის შესყიდვას კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით, გთხოვთ მიუხედავად ამისა, დარეგისტრირდეთ სისტემაში და ინფორმაციის შესაბამის ველებში მიუთითოთ ნულები.
გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ ამ შეტყობინებას და ჩაერთოთ სისტემაში, რათა მჭიდროდ ითანამშრომლოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიასთან კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით და დროულად შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჭიროება არ იქნება გათვალისწინებული კონსოლიდირებული ტენდერებით შესასყიდი პროდუქციის რაოდენობაში, რის გამოც შესაძლოა ვეღარ განახორციელოთ კონსოლიდირებული ტენდერებით გათვალისწინებული პროდუქციის შესყიდვა. ყოველივე ამან კი შესაძლოა გარკვეულწილად შეაფერხოს თქვენი ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირება.   
სისტემის ფუნქციონირებასთან და  მუშაობის პრინციპებთან დაკავშირებით,  გთხოვთ, იხილოთ მომხმარებლის სახელმძღვანელო:
http://www.procurement.gov.ge/getattachment/ELibrary/Manuals/CTD-USER-MANUAL-v1-0.pdf.aspx
სისტემაში ავტორიზაციისათვის საჭირო დეტალურ ინფორმაციას ყველა შემსყიდველი მიიღებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაციას არ მიიღებთ 27 ნოემბრის 15:00 - მდე, მოგვმართეთ:
ცხელი ხაზი: 2 48 48 22, 
მობ: 591900020
მობ: 557303434
მობ: 596117117
ან მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@procurement.gov.ge, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და თქვენი მეილის მისამართი, რომელზეც შევძლებთ გამოგიგზავნოთ ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.