სიხლეები   მოლაპარაკებები EFTA-სთან წარმატებით დასრულდა
29.02.2016
  
 
მოლაპარაკებები EFTA-სთან წარმატებით დასრულდა
 
საქართველოსა და EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, რომელიც ოთხ ქვეყანას აერთიანებს - შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი)  შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებების მესამე  რაუნდი წარმატებით დასრულდა. 2016 წლის 27 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში დაგეგმილ მინისტერიალზე  ხელი მოეწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით,  ქართული კომპანიებისთვის ევროპის კიდევ ოთხი ქვეყნის (რომელთა მოსახლეობა ჯამში 14 მილიონს აჭარბებს) საჯარო შესყიდვების მრავალმილიარდიან ბაზარზე შეღწევადობა გახდება შესაძლებელი. 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გუნდი მოლაპარაკებებში პირველივე რაუნდიდან იყო ჩართული. შეხვედრებში სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, მოადგილე კახა დემეტრაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დიმიტრი გულისაშვილი მონაწილეობდნენ.
საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საკმაოდ მოცულობითი და მნიშვნელოვანი თავი იქნება გათვალისწინებული.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება ქართულ მხარეს  EFTA-ს  დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟან ფარბერგმაც მიულოცა, რომელმაც მოლაპარაკებათა მოკლე დროში დასრულებისა და შეთანხმების შესახებ დოკუმენტის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. ბატონი ფარბერგის განცხადებით,  27 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ბერნში საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.