სიხლეები   სააგენტოს მსოფლიო ბანკის მისია სტუმრობდა
03.08.2022
  
 

 

 

27 ივლისს, სააგენტოს პასუხისმგებელი პირები მსოფლიო ბანკის მისიას შეხვდნენ. მსოფლიო ბანკის მისია საქართველოს 18-29 ივლისს ეწვია, რათა წარემართა 2022 Public Expenditure and Financial Accountability (PEFA) and Gender-Responsive Public Financial Management შეფასება. ეს შეფასების მისია წარმოადგენს Economic Governance and Fiscal Accountability Project (EGFA), რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ ქვეყნის საჯარო ფინანსების რეფორმის და, მათ შორის, საჯარო შესყიდვების სფეროს კომპლექსური შეფასება მოხდა 2013 და 2016 წლებში, როდესაც საჯარო შესყიდვების კომპონენტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა.