სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
03.10.2022
  
 

 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2023 წლის 1 იანვრიდან - 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

 

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისდა შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, რაუგვიანეს 2022 წლის 7 ოქტომბრისა, აღნიშნულ მეილზე - med2023@spa.gov.ge გადმოგზავნოთ ინსტრუქციის მიხედვით შევსებული ცხრილი, იმ სამედიცინო სახარჯი მასალის (CPV 33100000 - სამედიცინო მოწყობილობები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2023 წლ სახსრებით.

დეტალური ინსტრუქცია:

 

➢ 2023 წლის განმავლობაში შესასყიდი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სახარჯი მასალის  რაოდენობების განსაზღვრისას, გაითვალისწინეთ თქვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან/და გასული წლ(ებ)ის საქონლის ხარჯვის სტატისტიკა, ასევე პაციენტთა სავარაუდო მომართვიანობის მაჩვენებელი და აღნიშნული მონაცემების მიხედვით დაგეგმეთ 2023 წლისთვის შესასყიდი მედიკამენტების ოდენობები.

 

➢ გაითვალისწინეთ, რომ თანდართულ ცხრილში, ანბანის მიხედვით, მოცემულია იმ სამედიცინო სახარჯი მასალების შესახებ დეტალური მონაცემები, რომლის შესყიდვაც იგეგმება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. 

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასურველი კონკრეტული სამედიცინო სახარჯი მასალა ცხრილში არ მოიძებნა, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილებით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. 

 

 

➢ მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. 

სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი. 

 

 

➢ გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

 

+995 32 2 242 248   შიდა: 39

598 380 780 ნინი გამრეკელი

598 265 254 სალომე ძოძუაშვილი

577 615 515 მარინა გვრიტიშვილი