სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ !
02.04.2020
  
 
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 აპრილის №210 დადგენილებით ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში. ხსენებული ცვლილებების თანახმად:
 
• დადგენილების პირველ მუხლში მითითებული პირების მიერ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV კოდების) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, გარდა ამავე დადგენილების დანართით გათვალისწინებული შესყიდვებისა;
 
• იმავე CPV კოდების ფარგლებში (გარდა ამავე დადგენილების დანართით გათვალისწინებული შესყიდვებისა) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს;
 
• რაც შეეხება მუნიციპალიტეტებსა და მათ მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს, ხსენებული შემსყიდველი ორგანიზაციები, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარუდგენენ შესყიდვის ობიექტის შესახებ (გამონაკლისის გარეშე) შესაბამის ინფორმაციას.
 
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების საბოლოო რედაქცია.