სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეთა საყურადღებოდ !
13.04.2020
  
 
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №238 დადგენილებით ცვლილება განხორციელდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში.
 
ხსენებული დადგენილების მე-13  მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოები არ არიან უფლებამოსილნი, მოითხოვონ უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტის თარგმანის, ასევე დოკუმენტის ასლის სანოტარო წესით დამოწმება, თუნდაც ეს მოითხოვებოდეს საქართველოს კანონმდებლობით. დამოწმებული სახით თარგმანის ან/და ასლის წარუდგენლობა არ დააბრკოლებს დაინტერესებული პირის განცხადების განხილვას.
 
გთხოვთ, მიმდინარე და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების მთელ შემდგომ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელებისას,  იხელმძღვანელოთ ზემოხსენებული ნორმით.
 
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ მიმაგრებული ფაილი.


მიბმული ფაილები