სიხლეები   ბუქარესტის საერთაშორისო ფორუმის ორგანიზატორებმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროპისა და აზიის რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასეს
14.05.2018
  
 
2.JPG

სახელმწიფო შესყიდვების საააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძემ და თავმჯდომარის მოადგილე, კახა დემეტრაშვილმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ფორუმში (PRIMO – 14th Procurement, Integrity, Management and Openness Forum)  მიიღეს მონაწილეობა. რიგით მე-14 ფორუმის თემა იყო: „ინოვაციები და სტრატეგიები შესყიდვების სფეროში“.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და  განვითარების ბანკი და სხვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები და ორგანიზაციები.
ქართული დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, გასული წლის ანგარიში, მომავალი წლის რეფორმების გეგმა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ასევე ფორუმზე ნაჩვენები იყო ფილმი, რომელიც ეხებოდა ბოლო წლებში საჯარო შესყიდვების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და ინოვაციებს ელექტრონულ სერვისებში.
ფორუმის ორგანიზატორებმა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს. ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმები ევროპისა და აზიის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებულია.
ფორუმს ესწრებოდა  ევროპისა და ცენტრალური აზიის  რეგიონის ყველა ქვეყანა, ასევე ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.