სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
21.10.2020
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებას.

კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები ზემოაღნიშნული შესყიდვის ობიექტის ზუსტი რაოდენობების განსაზღვრისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნათა აგრეგირების მიზნით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის carinsurance2020@spa.gov.ge საშუალებით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თანდართული ცხრილის სახით, თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული (რიცხული), 2021 წლის განმავლობაში დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გთხოვთ, იხ. ბმული...

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში წარმოადგინოთ, სათანადოდ შევსებული Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა ვერ იქნეს გათვალისწინებული კონსოლიდირებული ტენდერების საორიენტაციო რაოდენობებში.

სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შეუფერხებლად განხორციელებისა და რაციონალური ხარჯვის პრინციპის დაცვის გათვალისწინებით, დამატებით გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაზღვევის მომენტისათვის (დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმების მომენტისათვის), სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის საბალანსო ღირებულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული საბაზრო ღირებულებასთან, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულების 90%-ისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება სადაზღვევო თანხისა და საბაზრო ღირებულების შეფარდების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ცხელი ხაზი: +995 32 2 484 822 +995 32 2 242 248 შიდა: 16 ან 577 011-244.