სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „სინერჯი სისტემს“
03.12.2020
  
 
პს „სინერჯი სისტემს“
ს/ნ: 405019536

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 23 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 23 ოქტომბრის № 07/24089 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 9691), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „სინერჯი სისტემსის“ (ს/ნ: 405019536) მიერ NAT200006532 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 18 ივნისის №168 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.