სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოდ!
03.07.2018
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 2 ივლისის №1327 განკარგულებით, 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებლები (შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები) ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას გათავისუფლდნენ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან.
 
ამდენად, 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები აღარ არიან ვალდებულები, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
 
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააგენტო განმარტავს, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები უფლებამოსილი არიან, ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და გამოიყენონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას არ აქვს უფლება, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს/მიმწოდებელს მოსთხოვოს მატერიალურად ხელმოწერილი/დამოწმებული დოკუმენტი.
 
ამასთან, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო მოუწოდებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს/პრეტენდენტებს/მიმწოდებლებს, გაატარონ სათანადო მოსამზადებელი ღონისძიებები, რათა 2019 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განუხრელი დაცვა.

იხილეთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ინსტრუქცია.