სიხლეები   საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი დებულებების თაობაზე
06.05.2021
  
 
მიმდინარე წლის 18 მაისს მდგრადი საჯარო შესყიდვების (Sustainable Public Procurement) სამართლებრივი დებულებების შესახებ საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს მონაწილეთათვის მდგრადი საჯარო შესყიდვების არსისა და მისი სარგებლის, აგრეთვე, მის დასანერგად გადასადგმელი ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით მომზადებული სამართლებრივი დებულებების პროექტების გაცნობას.

საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა ტარდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ დაფინანსებული პროექტის — „საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების განვითარებაში“ შესაბამისად. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის რეგიონული პროგრამის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას მდგრადი საჯარო შესყიდვებისა და დამატებითი ინსტრუმენტების განვითარების პროცესში, მათ შორის, მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, ბიზნეს სექტორისა და სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების ეფექტური დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.

საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრის თაობაზე დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:

https://www.eu4environment.org/events/consultation-workshop-on-legal-provisions-on-sustainable-public-procurement/