სიხლეები   მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
22.06.2021
  
 


1.jpg2.jpg3.jpg4.jpg5.jpg6.jpg




მიმდინარე წლის 22 ივნისს მდგრადი საჯარო შესყიდვების შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მჭიდრო თანამშომლობით. სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა მდგრადი საჯარო შესყიდვების საწყის ეტაპზე იმპლემენტაციისათვის შერჩეული პრიორიტეტული შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების პროცესისა და ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითების დაინტერესებულ პირთათვის გაცნობას.
 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) წარმომადგენლებმა, პროექტის საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
 
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკო-მარკირების სისტემის ეფექტური დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.