სიხლეები   მწვანე ეკონომიკის უფასო სასერტიფიკატო კურსი
29.06.2021
  
 
გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ევროკავშირის პროექტის – „EU4 Environment“-ის ფარგლებში,  ყველა მსურველს, სახლიდან გაუსვლელად სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის უფასო სასერტიფიკატო კურსს. ელექტრონული კურსის მასალები შემუშავდა პარტნიორობა სამოქმედო გეგმისთვის ”მწვანე ეკონომიკის შესახებ”.
 
დეტალური ინფორმაცია კურსის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ელექტრონულ ბმულზე.     
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი მეგი შუბალიძე (ელ-ფოსტა: Megi.Shubalidze@eiec.gov.ge)