სიხლეები   ევროკავშირის Twinning-ის პროექტის კომიტეტის სხდომა გაიმართა
21.03.2019
  
 
IMG_0236.JPG






















14 მარტს ევროკავშირის Twinning-ის (საჯარო დაწესებულებების დაძმობილების ინსტრუმენტი) პროექტის „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა. პროექტი სრულად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია.
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში ეფექტიანი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.
სხდომაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობა, ასევე ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტოსა და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისიის პირველი პირები.