სიხლეები   უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
21.03.2019
  
 
IMG_0197.JPG






















12 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია შეიქმნა სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საკანონმდებლო ბაზის შემუშავების მიზნით. კომისიის მიზანია შეიმუშაოს მოქმედი კანონმდებლობის ახალი ნორმები, რათა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს ახალი, მეტად ტრანსპარენტული წესებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
კომისიის წევრები არის:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენლები;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი;
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.