სიხლეები   ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
12.04.2019
  
 
IMG_0463-(1).JPG






















2019 წელს დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტი „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ავსტრიის საჯარო შესყიდვების ფედერალური სააგენტო და სლოვენიის დავების განხილვის ეროვნული კომისია. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში ეფექტიანი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი და შესაბამისად, პროექტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებას.
საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ნერგავს  მდგრად და ყოვლისმომცველ საჯარო შესყიდვების სისტემას, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის პროცესი შემდგომ ფაზაში გადავიდა, აღნიშნული გათვალისწინებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით. 
კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი უწყებების, ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სხვა მონაწილეებთან ერთად გამოკვეთეს საჯარო შესყიდვების სისტემის მნიშვნელოვანი ასპექტები, ისაუბრეს არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და საჯარო შესყიდვების სისტემის რეფორმირების პროცესის გაუმჯობესებაზე.
პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყანაში ეფექტიანი, გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და კონკურენტუნარიანი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულ სფეროებზე დაყრდნობით, პროექტის მთავარი შედეგები შემდეგნაირად განისაზვრება:
პირველ რიგში, საჯარო შესყიდვების სფეროში არსებული კანონმდებლობის გადახედვა და განახლება, ასევე, ეფექტურობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი რეგულაციების იმპლემენტაციის მხარდაჭერა ევროკავშირის სამართლებრივი აქტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებში ცნობადობის გაზრდა და შესაბამისი პირების პროფესიული უნარების-ჩვევების გაზრდა;
სამართლებრივი რეაგირების სისტემის გაუმჯობესება სახელმწიფო საჯარო შესყიდვების ეროვნული სისტემის ფარგლებში, ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოების მოთხოვნებისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებისა და უწყებების  წარმომადგენლები, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოში არსებული ავსტრიის საელჩოსა და სლოვენიის საკონსულოს, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს წრეების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.