სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა
10.01.2018
  
 
1.JPG

2018 წლის 8-10 იანვარს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანი ვიზიტით  აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სტუმრობდა. აზერბაიჯანელ კოლეგებს  სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი დეპარტამენტების უფროსები შეხვდნენ. სასწავლო ვიზიტისას, უცხოელი სტუმრები გაეცნენ ქართულ საჯარო შესყიდვებში განხორციელებულ რეფორმებს, საქართველოში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებს, ინსტიტუციური მოწყობის თავისებურებებს, ელექტრონული სისტემის პროცედურებსა და ახალ ელექტრონულ სერვისებს. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედგა შეთანხმება, რომ ურთიერთნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.