სიხლეები   სიახლე დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით !
04.01.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის №17 ბრძანებით შეტანილი იქნა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის შემუშავებული იქნა საჩივრის ახალი ელექტრონული ფორმა და მისი შევსების ინსტრუქცია, რომელიც ერთვის ზემოხსენებულ ბრძანებას და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
 
გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 16 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ელექტრონული მოდულის საშუალებით გასაჩივრების მსურველმა პირებმა საჩივარი უნდა წარმოადგინონ ახალი ელექტრონული ფორმის დაცვით.
 
დამატებით აღვნიშნავთ, რომ 2017 წლის 16 იანვრამდე საჩივრის ახალი ელექტრონული ფორმის ნახვა და სურვილის შემთხვევაში მისი გამოყენება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულის სისტემის სატესტო ვერსიაში.

იხილეთ საჩივრის ელექტრონული ფორმა და მისი შევსების ინსტრუქცია.