სიხლეები   ელ. სისტემის ინგლისური ვერსიის პრეზენტაცია!
27.09.2011
  
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ–ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, მოხდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ინგლისური ვერსიის ჩამოყალიბება.

ინგლისურენოვანი ელ. სისტემის პრეზენტაცია მიზნად ისახავს მეტი უცხოური კომპანიების მოზიდვას და მათი ინტერესების გაღვივებას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კუთხით.

ინგლისურენოვანი ელ. სისტემის პრეზენტაცია გაიმართება 2011 წლის 28 სექტემბერს 15:00 საათზე, ევროპის სახლში, სადაც მოწვეულნი არიან, როგორც არასამთვარობო ორგანიზაციები, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ აღნიშნულ ღონისძიებას.