სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაციას გამართვას
18.12.2017
  
 
20 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო  შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსის“ პრეზენტაციას გამართვას.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების 2020 (HICD 2020) პროექტის ხელშეწყობით, შეიმუშავა და გეგმავს სამოქმედოდ შემოიღოს „სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ეთიკის კოდექსი“ სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელ პირთა ქცევის საერთო წესების დასადგენად. კოდექსი ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების პროცესში დაცულ იქნას პროფესიულ-ეთიკური სტანდარტები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს დარგში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმსა და პირადი პასუხისმგებლობის როლის გაძლიერებაზე. შემსყიდველ ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეულია 300-მდე შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ღონისძიებას გახსნის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე.
მის: ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონი (მის: თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #118).