სიხლეები   ფარმაცევტულ კომპანიათა საყურადღებოდ
18.12.2014
  
 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის დამატებით კვლევას ნატრიუმის მიკოფენოლატის შესყიდვის მიზნით.

შესყიდვის ობიექტია: ნატრიუმის მიკოფენოლატი (180 მგ და/ან 360 მგ დაფასოების) - 4 374 000 მგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2014 წლის 22 დეკემბრის 18.00 საათისა, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:

Ø  მოსაწოდებელი საქონლის დასახელება;

Ø  წარმოშობის ქვეყანა;

Ø  ერთეულის ფასი;

Ø  მთლიანი ღირებულება;

Ø  მოწოდების ვადა;

Ø  მოწოდების პირობები - საერთაშორისო სავაჭრო ტერმინების Incoterms-ის შესაბამისად;

Ø  ვარგისიანობის ვადა.

შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Tsirbiladze@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).

წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.