სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „გრანდმშენი“
05.12.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „გრანდმშენი“
 
შპს „გრანდმშენი“
ს/კ: 439407312
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 10 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ქალაქ თბილისის №71 საჯარო სკოლის“ 2017 წლის 8 ნოემბრის №MES71701374528 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10300), რომლითაც სააგენტოს ეცნობა NAT170012277 ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის – შპს „გრანდმშენის“ (ს/კ: 439407312) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.