სიხლეები   ინფორმაცია დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე.
08.04.2014
  
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით იწყებს მსხვილი პროექტების განხორციელებას.

სამინისტროს მიერ  იგეგმება  .თბილისში, კრწანისის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე  (/N01.18.13.049.005) დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის (რვა 22 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი) სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა  107 391 853 (ას შვიდი მილიონ სამას ოთხმოცდათერთმეტი ათას რვაას ორმოცდაცამეტი)  ლარი.

მშენებლობის დამთავრდების შემდეგ  2 088 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ,  კომფორტულ ბინას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთათვის (სამშენებლო ორგანიზაციები) 2014 წლის 11 აპრილს  16:00 საათზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ქ.თბილისში, თამარაშვილის ქ. N15ა-ში მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მე-6 სართულზე.

საკონტაქო ინფორმაცია:  მაიკო მიქაია,  ტელეფონი:  2 31 15 80;