სიხლეები   კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადდა სამშენებლო ტენდერი
27.06.2012
  
 

მიიღეთ მონაწილეობა სარემონტომოსაპირკეთებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში.

სარემონტომოსაპირკეთებელი სამუშაოები უნდა განხორციელდეს სააგენტოს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში (. თბილისი, რიჩარდ ჰოლდბრუკის  (ყოფილი ბაღდათის) ქუჩა N8–ში.)

აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა Excel–ის ფორმატში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან (პუბლიკაციების განყოფილებაში): http://procurement.gov.ge

SPA120017281 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2012 წლის 21 ივნისს და სატენდერო წინადადებების მიღება შესაძლებელი იქნება 2012 წლის 7 ივლისიდან 2012 წლის 12 ივლისის 16:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge