სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების მეხუთე ეტაპი დაიწყო
18.04.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგების
მეხუთე ეტაპი დაიწყო
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლოცენტრში 18 აპრილს დაიწყო და 29 აპრილამდე  გაგრძელდება ტრენინგები თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“, რომელიც განკუთვნილია საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.1.jpg
სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
სწავლების დაწყებამდე მსმენელებს უტარდებათ პრეტესტირება. ათდღიანი სწავლების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ტესტირების შედეგად, მსმენელებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სწავლებას გაივლის 56 სპეციალისტი.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.