სიხლეები   მომხმარებელთა საყურადღებოდ!
23.12.2014
  
 
2015 წლის 1 იანვრიდან, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებულ შესყიდვის ობიექტთა CPV კლასიფიკატორის კოდებიდან ამოღებულ იქნება CPV კოდი 99999999. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოყენებული CPV კლასიფიკატორის კოდები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოყენებულ კლასიფიკატორებთან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, ტენდერის გამოცხადებისას ყურადღებით მოეკიდოთ შესაბამის ველში ადეკვატური CPV კოდის მიკუთვნებას.