სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „მოტომანია“
01.03.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „მოტომანია“
შპს „მოტომანია“
ს/კ: 434165253
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2015 წლის 31 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტა“ 2015 წლის 30 დეკემბრის №2121 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10952), რომლითაც სააგენტოს ეცნობა SPA150035539 გამარტივებული ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის შპს „მოტომანიის“ (ს/კ: 434165253) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.