სიხლეები   მოწვევა ტენდერში მონაწილეობაზე
05.05.2014
  
 

1. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც USAID) და საქართველომ, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახით, ენერგო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით გააფორმეს დახმარების ხელშეკრულება, რათა გაიზარდოს დასავლეთ საქართველოს შინამეურნეობებში ელექტროენერგიასა და ბუნებრივი გაზზე ხელმისაწვდომობა, მოხდეს შავი ზღვის სანაპიროზე     ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (FIZ/თიზ) განვითარება და უსაფრთხო ენერგო   ექსპორტის მიზნით არსებული ინფრასტრუქტურის საიმედოობის გაზრდა.

2.   აღნიშნული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ს.ს. “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია” (შემდგომში მოხსენიებული, GOGC), რომელსაც მინიჭებული აქვს შეყიდვის განხორციელების უფლება USAID-ისგან, იწვევს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ  და იურიდიულ  პირს სარემონტო  მასალებისა  და სამშენებლო  ტექნიკის შესყიდვაზე სატენდერო წინადადების წარსადგენად.

3. სატენდერო წინადადების სრული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია GOGC-ის ვებ გვერდზე:  http://www.gogc.ge/ge/tenders და ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნესის ხელშეწყობის ფედერალური სააგენტოს ვებ გვერდზე:   http://www.fbo.gov.

4.   შესყიდვა განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული პროცედურების  და
GOGC-ის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული შესყიდვების ინსტრუქციის შესაბამისად.

5.   სატენდერო წინადადებები მიიღება 2014 წლის 19 მაისის 10:00 საათიდან, მაგრამ არა უგვიანეს  2014 წლის  23 მაისის 16:30 საათისა (თბილისის  დროით).  დაგვიანებული სატენდერო წინადადებები არ მიიღება. სატენდერო წინადადებები მიიღება ნაბეჭდი ფორმით და თანმხლები ელექრონული ვერსიით ტენდერში მონაწელეთათვის ინსტრუქციების შესაბამისად. სატენდერო წინადადებები გაიხსნება 2014 წლის 23 მაისს ადგილობრივი დროით 17:00 საათზე. მხოლოდ კონკურსის უფლებამოსილ მონაწილეებს  აქვთ  უფლება დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნას.

6.   პოტენციურ მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ შესყიდვასთან დაკავშირებით შეუძლიათ სატენდერო კომისიის აპარატში   09:00 -დან 18:00 -მდე შემდეგ მიმსართზე:

ოთახი #219, #21 კახეთის გზატკეცილი, თბილისი 0152, საქართველო ტელ: +995 32 224 40 40 (220)

ფაქსი: +995 32 224 40 41

საკონტაქტო პიროვნება: ჯაბა გურასპიშვილი ელ-ფოსტა:  j.guraspishvili@gogc.ge

ვებ-გვერდი:  WWW.GOGC.GE