სიხლეები   მოწვევა შემოთავაზებების წარმოსადგენად
10.12.2013
  
 

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქალაქ ბოლნისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის მოწყობისა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე, სანიაღვრე კანალიზაციის მოწყობის სამუშაოების შესყიდვას. საქართველოს მთავრობის N1555 და N1552 განკარგულებების შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

სამუშაოების განსახორციელებლად სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ იწვევს დაინტერესებულ, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, სამშენებლო კომპანიებს თავიანთი შემოთავაზებების წარმოსადგენად. სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდში შემდეგ მისამართზე:

აღმაშენებლის 150, 0112 თბილისი, საქართველო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისი

ოთახი 418, სართული IV;

ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 418)

ფაქსი: +995 32 2437077

ელფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებგვერდი: www.mdf.org.ge

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება მოხდება 100% ავანსის სახით, შესაბამისი საბანკო გარანტიის საფუძველზე, რომლის წარმოდგენა სავალდებულო იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში.

კონტრაქტორის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება კომპანიის გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები.

დაინტერესებულმა სამშენებლო კომპანიებმა 2013 წლის  11 დეკემბრის 11:00 საათამდე, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში“ (მის: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის გამზ. N150 მე-3 სართული)  უნდა წარმოადგინონ თავიანთი შემოთავაზება ხარჯთაღრიცხვით

ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე და დამადასტურებელი წერილით საბანკო დაწესებულებიდან, რომ კომპანიას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს საავანსო თანხის უპირობო, გამოუთხოვადი, საბანკო გარანტია მთლიან საკონტრაქტო თანხაზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.