სიხლეები   მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები
26.05.2013
  
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაგეგმილია სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების ჩატარება საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციულ შენობაში.

დაინტერესებულმა კომპანიებმა, პირველადი შერჩევის მიზნით, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი პროექტში მონაწილეობის ინტერესის გამომხატველი წერილი, მოკლე ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შესახებ, კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტები და რეკომენდაციები შემდეგ ელ-ფოსტაზე: project1@geo.gov.ge არაუგვიანეს ამა წლის 31 მაისისა.
 
მოთხოვნა: პროექტში მონაწილეობის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რომ დაინტერესებულ კომპანიას გააჩნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ მინიჭებული დაშვება საიდუმლო ინფორმაციაზე. 

საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების მოსაპოვებლად, დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა მიმართონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას.