სიხლეები   ონლაინ ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვების საბაზისო კურსი“ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის
28.09.2021
  
 

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი ანახლებს  მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან საბაზისო ტრენინგებს  „სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ კურსს“. ტრენინგების ბენეფიციარები არიან სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტები.

 

ყველა სასწავლო სესია დასრულდება კითხვა-პასუხის რეჟიმით. ტრენინგებს შეუძლიათ დაესწრონ  ადრე კურსდამთავრებულები და უკვე სერთიფიცირებული თანამშრომლები.

ტრენინგები სრულიად უფასოა. ტრენინგებს გაუძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ დაუყოვნებლივ გაიარონ რეგისტრაცია:

 

http://procurement.gov.ge/ka/page/registration 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

ტელ:577 570 577 თინათინ ალენი

555 20 02 53 ნათია ბედენაშვილი

577 24 44 28 ნინო ჭავჭავაძე

ელ.ფოსტა: training.center@spa.ge