სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
13.02.2023
  
 

 

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2023 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი CON230000071 არ შედგა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად პოტენციური მიმწოდებლები ასახელებდნენ წინა წელთან შედარებით გაზრდილ მიწოდების ლოკაციებს (რომლებიც განსაზღვრულ იქნა შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე) და შესაბამისად, გაზრდილ ლოჯისტიკურ დანახარჯებს, რაც იწვევს შესყიდვის ობიექტების ღირებულების ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვა განხორციელებულიყო ორი ტენდერის საშუალებით (CON230000073; CON230000074), რომლებიც ასევე არ შედგა ამავე მიზეზით. 

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლოჯისტიკური დანახარჯების ოპტიმიზაციისა და ავეჯის დამამზადებელთა რეგიონალური მონაწილეების ჩართულობით კონკურენციის გაზრდის მიზნით, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, 2023 წელს სხვადასხვა სახის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა შემსყიდველმა ორგანიაციებმა განახორციელონ დამოუკიდებლად, სახელმწიფო შესყიდვების მონეტარული ზღვრების დაცვით, მათ შორის ელექტრონული ტენდერის საშუალებით. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

 

577 01 12 44 თეო დანელია

598 60 30 90 ნინო პაპუაშვილი

555 51 18 17 თათია შენგელია