სიხლეები   ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს
27.03.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე 2017 წლის 29 მარტს, 15 საათზე გამართავს შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 28 მარტის ჩათვლით დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
შემდეგი შეხვედრა 12 აპრილს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან გასანათებელი მოწყობილობების და ელექტრონათურების მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.