სიხლეები   რეკომენდაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებით
06.07.2012
  
 

სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის (მაგ: Intel-ის პროცესორი; LG-ის მონიტორი და . .) მითითება.  იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი ტექნიკური მახასიათებლების აღწერის სხვა საშუალებები და აღწერილობაში მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაამსგავსი”, „ეკვივალენტურიდა სხვა;

ასევე, დაუშვებელია სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ისეთი კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლების მითითება, რაც მთლიანობაში წარმოადგენს მხოლოდ ერთი კონკრეტული მოდელის საქონლის მახასიათებლებს. მაგალითად: ავტომანქანის შესყიდვის შემთხვევაში დაუშვებელია, სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული იქნეს შესასყიდი ავტომანქანის კონკრეტული სიგრძე/სიგანე/სიმაღლე, საბურავებს შორის მანძილი, ცხენის ძალა და .., რომელთა სრულ კომპლექტაციასაც აკმაყოფილებს მხოლოდ ერთი მარკის ავტომანქანა. ასეთ შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში უნდა მიეთითოს ზღვრული მაჩვენებლები და გამოყენებულ იქნას ტერმინებიარანაკლებ“, „არაუმეტეს“, „-დან -მდედა ..

ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევა იწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის წევრთა ან/და ხელმძღვანელის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. 2011 წლის მონაცემებით, ასეთი დარღვევების გამო სასამართლოს მიერ დაჯარიმებულია სატენდერო კომისიის 34 წევრი, თითოეული პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.