სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო რეგიონული შეხვედრების ციკლს სამეგრელოს რეგიონში აგრძელებს
28.09.2017
  
 
2017 წლის 29 სექტემბერს ანაკლიაში, სასტუმროში „ოქროს საწმისი“ გაიმართება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობის შეხვედრა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ღონისძიება ჩატარდება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს. 

შეხვედრა მიზნად ისახავს დამსწრე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ. 
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მობრძანდნენ ანაკლიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ 10:30 საათზე.