სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ
28.04.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მსმენელებს
სერტიფიკატები გადაეცათ
 
2016 წლის 28 აპრილს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. 53 მსმენელს „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი  გადაეცა.
სწავლება 18 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდა. ტრენინგები განკუთვნილი იყო საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის დირექტორის თენგიზ თოფურიძის თქმით, 2016 წლის ბოლომდე გადამზადებას გაივლის რვაასზე მეტი შესყიდვების სპეციალისტი, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან.  დღეისათვის, უკვე გადამზადებულია ათასზე მეტი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დასაქმებული სპეციალისტი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, იგეგმება ტრენინგები მიმწოდებლებისათვის და სამუშაო შეხვედრები რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
მსმენელთათვის სწავლება უფასოა, ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.