სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ეკონომი“
09.02.2016
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „ეკონომი“
 
შპს „ეკონომი“
ს/კ: 200022313

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2015 წლის 21 დეკემბერსა და 2016 წლის 14 იანვარს წარმოდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2015 წლის 12 დეკემბრის №MIA41502775471 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №10523) და 2016 წლის 12 იანვრის №MIA51600063572 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №319), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ეკონომის“ (ს/კ: 200022313) მიერ SPA150005234 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2015 წლის 27 მარტის №4/3-127 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ.№8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.