სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“
21.10.2022
  
 

შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“

ს/ნ: 402035855

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 16 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 16 სექტემბრის № 20-2022259170 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7060), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ელიტ ბილდერს გრუპის“ (ს/ნ: 402035855) მიერ NAT220013231 ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2022 წლის 1 სექტემბრის №21 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.