სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“ ს/ნ: 204564293
25.10.2022
  
 

შპს „თბილისის ბიზნეს სახლი“

ს/ნ: 204564293

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 30 სექტემბერს წარმოდგენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 29 სექტემბრის № MOD82201132841 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 7413), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „თბილისის ბიზნეს სახლის“ (ს/ნ: 204564293) მიერ NAT210003585 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2022 წლის 10 იანვრის № 01 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.