სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების მე-7 რეგიონალური ფორუმი.
15.05.2011
  
 

16-19 მაისი, 2011

თბილისი, საქართველო

თემა

სახელმწიფო  შესყიდვების  პრაქტიკაში გამოყენება - შესყიდვები კორუფციის გარეშე

მიზანი

სახელმწიფო შესყიდვების მე-7 რეგიონალური  ფორუმის მთავარი მიზანია ინფორმაციის გაზიარება მონაწილე ქვეყნებსა და ძირითად დონორებს შორის. ღონისძიება ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების სისტემების შესახებ ცოდნის და აზრების ურთიერთგაცვლას შემდგომი პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ფორუმის მიზანია გამჭვირვალეობა და სრულყოფილება სახელმწიფო შესყიდვებში.

ღონისძიების მთავარი ასპექტები

ფორუმზე განხილული იქნება ელექტრონული შესყიდვების შესაძლებლობები, კანონით გათვალისწინებული კონცესიები და  კომუნალური შესყიდვები, EBRD-ის მიერ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შეფასება, გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL)  სამოდელი კანონმდებლობა, სახელმწიფო შესყიდვების კრიტიკული საკითხები. ფორუმი ასევე შეეხება სახელმწიფო შესყიდვების თანამედროვე რეფორმებს 11 მონაწილე ქვეყანაში.

მონაწილეები

ფორუმს დაესწრებან 50 პროფესიონალი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები რომელთა შორის იქნება 26 მთავრობის მაღალჩინოსანი, პასუხისმგებელნი სახელმწიფო  შესყიდვების საკითხებზე 11 სხვადასხვა ქვეყანაში (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მაკედონია, ტაჯიკეთი, თურქეთი, თურქმენეთი, საქართველო, უზბეკეთი), ასევე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები, ისლამის განვითარების ბანკი,  USAID, EC, GIZ და მსოფლიო ბანკი. გარდა მონაწილეებისა და დონორებისა, პრეზენტაციას წარადგენენ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი ორგანოს სპიკერები ბრაზილიიდან, გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL) და SIGMA-ს წარმომადგენლები.

სპონსორები

სახელმწიფო შესყიდვების რეგიონალური  ფორუმი იმართება ყოველწლიურად ერთ-ერთი მონაწილე ქვეყნის მასპინძლობით. წელს, ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ისლამის განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის თანასპონსორობით.

მოსალოდნელი შედეგები და სამოქმედო გეგმა

ფორუმის ბოლოს, მონაწილე ქვეყნები განიხილავენ მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას და შეთანხმდებიან შემდგომი ფორუმის ჩატარების ადგილმდებარეობაზე.

თარიღები:  ორშაბათი, 16 მაისი - ოთხშაბათი, 19 მაისი

ღონისძიების ჩატარების ადგილი:  სასტუმრო თბილისი მერიოტი -  რუსთაველის ქ. #13