სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კახეთის რეგიონის შემსყიდველ ორგანიზაციებს შეხვდა
05.05.2014
  
 

2014 წლის 4 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ წარმომადგენლებთან ერთად კახეთის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მრგვალი მაგიდის თემა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები და სხვა დაკავშირებული საკითხები იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, სააგენტოს თანამშრომლები: სოფიკო ბერიშვილი, კონსტანტინე გუგეშაშვილი, ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, დავით მარღანია და კახეთის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები: თელავის, ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის და სხვა ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მსგავსი შეხვედრა უკვე გამართა შიდა ქართლის რეგიონის შემსყიდველებთან, უახლოეს პერიოდში კი ქვემო ქართლის, გურია-იმერეთისა და აჭარის რეგიონებში გეგმავს.