სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონის შემსყიდველებს შეხვდა
13.05.2014
  
 

პრესრელიზი

2014 წლის 10 მაისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტისდემოკრატიული მმართველობა საქართველოშიწარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

მრგვალი მაგიდის თემა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზების მონიტორინგი,  კონსოლიდირებული ტენდერი,  რა პრობლემებს აწყდებიან შემსყიდველი ორგანიზაციები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობა, თეთრი სია, შავი სია და სხვა დაკავშირებული საკითხები იყო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი დავით მარღანია, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე გუგეშაშვილი, სააგენტოს ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი ეკა გაბადაძე და ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ბოლნისის,  დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და რუსთავის მუნიციპალიტეტებიდან  და სხვა ტერიტორიული ორგანოებიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მსგავსი ღონისძიება უკვე გამართა კახეთის და შიდა ქართლის რეგიონის შემსყიდველებთან, უახლოეს პერიოდში კი ანალოგიური შეხვედრა გურია-იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ჩატარდება.          

 

საკონტაქტო პირი:

ეკა გაბადაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

კომუნიკაციების მენეჯერი

მობ : +995 577 24 44 54

თბილისი, 0160, პეკინის 28

egabadadze@procurement.gov.ge

www.procurement.gov.ge