სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ რეგიონებში შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა
09.06.2014
  
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ  7-8 ივნისს,  აჭარის რეგიონის და ქ. ფოთის შემსყიდველ ორგანიზაციებთან ბათუმში ორ დღიანი შეხვედრა ჩაატარა, რითიც რეგიონალური შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე გუგეშაშვილი, სააგენტოს ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, კომუნიკაციების მენეჯერი ეკა გაბადაძე და ფოთისა და აჭარის რეგიონში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა იყო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. ასევე, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, კონსოლიდირებული ტენდერი,  რა პრობლემებს აწყდებიან შემსყიდველი  ორგანიზაციები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის უკეთ გამოყენების შესაძლებლობები, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს საქმიანობა, თეთრი სია, შავი სია, სამომავლო გეგმები, მათ შორის სხვდასხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტისდემოკრატიული მმართველობა საქართველოშიწარმომადგენლებთან ერთად ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში გაიმართა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ რეგიონალური შეხვედრები გამართა ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის, გურიის, იმერეთის და აჭარის რეგიონის, ასევე ქ. ფოთის ფარგლებში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციებთან.

 

საკონტაქტო პირი:

ეკა გაბადაძე

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

კომუნიკაციების მენეჯერი

მობ : +995 577 24 44 54

თბილისი, 0160, პეკინის 28

egabadadze@procurement.gov.ge

www.procurement.gov.ge