სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრთა 2013 წლის შერჩევა
24.07.2013
  
 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2013 წლის 30 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ერთი წევრის შერჩევა.

 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრთა განაცხადების მიღება 2013 წლის 9 ივლისს დაიწყო და 2013 წლის 24 ივლისამდე გაგრძელდა. კანდიდატურების წარმოდგენა ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას  შეეძლო.

 შერჩევა განპირობებულია საბჭოს ერთი წევრის კახაბერ ურიადმყოფელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვით.

 სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო, კანონმდებლობის თანახმად, პარიტეტულ პრინციპებზეა დაკომპლექტებული არასამთავრობო სექტორის სამი და  კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამი წარმომადგენელისგან.

 შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების საბჭოს წევრობის ერთ კანდიდატს, რომლებიც აირჩევიან 1 წლის ვადით.

 საბჭოს წევრის საქმიანობა:

საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი ორგანიზაციისგან. მისი საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

საბჭოს წევრს, მის წარმომდგენ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში, არ უწყდება საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

შერჩევის ჩატარების ადგილი:

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

მისამართი: ქ. თბილისი პეკინის ქ. N28, მე-4 სართული

 საკონტაქტო პირი:

სოფიკო ბერიშვილი

ელ. ფოსტა: sberishvili@spa.ge