სიხლეები   საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება “მოწამეთა“-ს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის
23.07.2014
  
 

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე

(საკონსულტაციო მომსახურება - კომპანიების შერჩევა)

საქართველო

რეგიონული განვითარების პროექტი IIP130421

 

საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება “მოწამეთა“-ს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის

საიდენტიფიკაციო ნომერი: IDA/RDPII/CS/CQS/05-2014

 

საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტი II-ის დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება  დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

 

„მოწამეთა“ - ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის სამონასტრო კომპლექსი ყოველწლიურად უამრავ მნახველს იზიდავს, და მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის არ არსებობა - ავტო პარკინგი, სავაჭრო-დასასვენებელი სივრცე, წყალი, საპირფარეშო - უამრავ სირთულეს უქმნის დამთვალიერებელს. საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) ითვალისწინებს “მოწამეთა“-ს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

პროექტები განხორციელდება ორ ეტაპად: I ეტაპი - დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; II ეტაპი - საავტორო ზედამხედველობა.

 

მოცემული დავალების I ეტაპის სავარაუდო ხანგრძლივობაა 90 დღე. II ეტაპის ვადა დაზუსტდება სამშენებლო ტენდერის შემდეგ.

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ საკონსულტაციო კომპანიებს („კონსულტანტებს“) ზემოხსენებული მომსახურების განხორციელებაზე ინტერესის გამოსახატავად. დაინტერესებული კონსულტანტები ვალდებულები არიან წარმოადგინონ მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის და სათანადო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. საბოლოო სიისთვის შესარჩევი კრიტერიუმებია:

  • მსგავსი ხასიათის დასრულებული საკონსულტაციო კონტრაქტები ბოლო 7 წლის განმავლობაში (ე.ი. 2007 წლის იანვრიდან). შეფასება განხორციელდება შესაბამისი საკონსულტაციო კონტრაქტების ფასის და რაოდენობის კომბინაციის საფუძველზე.
  • კონსულტანტის ზოგადი გამოცდილება.

 

დაინტერესებული კონსულტანტები ვალდებულები არიან ყურადღება გაამახვილონ შემდეგი დოკუმენტის 1.9 პარაგრაფზე: მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულებები:

კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში, მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ - 2011 წლის იანვარი.  („კონსულტანტის სახელმძღვანელო დებულებები“) ასახავს მსოფლიო ბანკის პოლიტიკას ინტერესთა კონფლიქტთან მიმართებაში. 

 

კონსულტანტები შესაძლებელია გაერთიანდნენ სხვა კომპანიებთან. (გთხოვთ გაითვალისწინოთ,  რომ მსოფლიო ბანკისთვის მისაღები გაერთიანების ფორმას წარმოადგენს შვილობილი საკონსულტაციო კომპანია (ქვე-კონსულტირება) ან ერთობლივი საწარმო. შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის დროს, აუცილებელია გაერთიანების ტიპის გარკვევით აღნიშვნა. კონსულტანტის კორპორატიული გამოცდილების შეფასების პროცესში,  შვილობილი კომპანიების (ქვე-კონსულტანტების )გამოცდილება მხედველობაში არ მიიღება).

 

კონსულტანტის შერჩევა მოხდება კონსულტანტის კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, შემდეგი დოკუმენტის  3-ე ნაწილში ჩამოყალიბებული მეთოდის შესაბამისად: მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულებები: კონსულტანტების შერჩევა და დასაქმება რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხებისა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციის (IDA) კრედიტებისა  და გრანტების ფარგლებში,  მსოფლიო ბანკის სესხის ამღებთა მიერ - 2011 წლის იანვარი. 

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მგფ-ს შესყიდვების განყოფილებაში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე, 10:00-დან 18:00 საათამდე; ტელ: + 99532 2437001, შიდა ნომერი: 409, ნატა პეიტრიშვილი, შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი.

 

ქვემოთ მითითებულ მისამართზე ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით (პირადად, ფოსტის, ფაქსის, ან ელ. ფოსტის საშუალებით) არა უგვიანეს 2014 წლის 08 აგვისტოს 18:00 საათისა.  

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ბ-ნი გიორგი სომხიშვილი, მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორი

ტელ: +99532 2437001ან/02/03/04
ფაქსი: +99532 2437077;

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge