სიხლეები   სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული სასტუმროების მომსახურების სფეროში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
27.10.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული სასტუმროების მომსახურების  სფეროში დასაქმებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
 
2016 წლის 9 ნოემბერს  11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება მეთოთხმეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან  - სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებთან.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 6 ნოემბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge


შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
 
შემდეგი, მეთხუთმეტე შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.