სიხლეები   ლევან რაზმაძე სასტუმროს სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება
08.05.2017
  
 
17 მაისს 15:00 საათზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სასტუმროს სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდება. ცალკეული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა, მათი სურვილის შემთხვევაში, შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება. 
შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 15 მაისის ჩათვლით გამოაგზავნონ კონკრეტული ქეისები და დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს გაანალიზებს და მოახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.