სიხლეები   შეირჩა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს ახალი წევრი
27.06.2012
  
 

2012 წლის 20 ივნისს ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების საბჭოს წევრის შერჩევა.

შერჩევა განაპირობა საბჭოს წევრის - საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს წარმომადგენლის დავით ჯაიანის საბჭოს შემადგელობიდან გასვლამ - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან მისი კონტრაქტის ამოწურვასთან დაკავშირებით.

შერჩევისათვის კანდიდატურების წარმოდგენა შესაძლებელი იყო 2012 წლის 5 ივნისიდან 2012 წლის 16 ივნისამდე  და ნებისმიერ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა ერთი კანდიდატის წარმოდგენის შესაძლებლობა.

კანდიდატურა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა:

  1. თსუ ა(ა)იპ ევროპული კვლევების ინსტიტუტი;
  2. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"

 

შერჩევაში მონაწილეობა მიიღო 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო,
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო,
  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში,
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ევროპული კვლევების ინსტიტუტი,
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,
  • კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი,
  • სსიპ „სავაჭრო–სამრეწველო პალატა“.

 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ დავების საბჭოს წევრად, ერთი წლის ვადით არჩეულ იქნა კახაბერ ურიადმყოფელი – "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"–ს საპარლამენტო მდივანი.

დავების საბჭოს საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/