სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
20.03.2018
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 მარტის №7 ბრძანებით ცვლილება შევიდა „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში. ცვლილების თანახმად, ელექტრონული ტენდერიდან/კონკურსიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო აღარ წარმოადგენს მის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს.
 
ამასთანავე, შეიცვალა ბრძანების დანართი – პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობითი შეტყობინების ფორმა.
 
ცვლილება ამოქმედდება 2018 წლის 21 მარტიდან.