სიხლეები   საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ბათუმში
11.07.2016
  
 
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ბათუმში
 
2016 წლის 12 და 13 ივლისს, 12:00 სთ-ზე, ბათუმში, სასტუმროში „შერატონ ბათუმი“ (მისამართი: ბათუმი, რუსთაველის ქ. №28;) გაიმართება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები, აჭარის, გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონების სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან.
 
12 ივლისის შეხვედრაზე მოწვეულები არიან სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები;
13 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარისა და მიმდებარე რეგიონების თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ღონისძიება იმართება USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტთან თანამშრომლობით.
 
შეხვედრების მთავარი თემაა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში  განხორციელებული ცვლილებები, შესყიდვის ახალი საშუალებებისა და ახალი ელექტრონული სერვისების მიმოხილვა.